top of page

მესი ნეიმარის საქციელით გაბრაზებულია

  • geobarca
  • Mar 14, 2017
  • 1 min read

მოგეხსენებათ, გასულ უქმეებზე ლა კორონიის "დეპორტივომ" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 იმარჯვა. ამ მარცხის გამო "ბლაუგრანამ" ლიდერობა მადრიდის "რეალს" დაუთმო და შეიძლება ითქვას, რომ ლა ლიგის ცხრილში საკმაოდ გაირთულა საქმეები. აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია კატალონიელთა ერთ-ერთ ლიდერ ნეიმარ ჯუნიორს. ამის მიზეზად კი ტრავმა დასახელდა. თუმცა, ესპანური გამოცემა Diario Gol სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცნობილია, თამაშის დღეს დაბადების დღე ჰქონდა ბრაზილიელი შემტევის დას, რაფაელას. წყაროს ცნობით, სწორედ ამ მიზეზის გამო გამოტოვა 25 წლის შემტევმა "დეპორტივოსთან" მატჩი, რამაც საბოლოოდ საკმაოდ ცუდი შედეგები გამოიწვია. ესპანური გამოცემის ინფორმაციით, ამ ამბავმა ძალიან გააბრაზა კატალონიური გრანდის ლიდერი, ლიონელ მესი. ჯერ-ჯერობით უცნობია, დასჯიან თუ არა ნეიმარს კლუბში. თუმცა, გაზეთის ცნობით 29 წლის შემტევი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თანაგუნდელთან სერიოზული დიალოგის გამართვას გეგმავს.


 
 
 

Comments


სიახლეები
კალენდარი
ყველა თაგი

საიტის დაარსების თარიღი:

16.10.2016

დაცულია ყველა უფლება 2016

  • YouTube Social  Icon
  • Facebook App Icon
  • Twitter Social Icon
bottom of page