მეტი ვიდრე კლუბი

“ნოუ კამპზე” გამართული ყველა დაპირისპირების წინ კლუბის ჰიმნის დაკვრა, რომელსაც “El Cant del Barça” ეწოდება. პირველად სტადიონზე შეკრებილმა აუდიტორიამ ჰიმნი 1974 წლის 27 ნოემბერს მოისმინა. მაგრამ მაშინ ყველაფერი გაცილებით მასშტაბური იყო. 3600 ადამიანი “ნოუ კამპის” ცენტრში იმისთვის შეიკრიბა, რომ ორიოლა მარტორელიასთან ერთად შესრულებინა ახალი ჰიმნი. ახალი ნაწარმოების ტექსტის ავტორი ხოსე მარია ესპინასო და ხაუმე პიკასი იყვნენ, მუსიკა კი მანუელ ვალსს ეკუთვნოდა. სიმღერამ მალე მოიპოვა პოპულარობა. გულშემატკივრებს
მოსწონდათ, რომ მათ შეეძლოთ ტაში აეწყოთ ჰიმნის რიტმებისთვის. ყველაზე მნიშნვნელოვანი კი ის იყო, რომ ჰიმნის ტექსტი გამოხატავდა კატალონიურ სულს. თუმცა, ეს არ არის ერთადერთ ჰიმნი, რომელიც კლუბს ისტორიის განმავლობაშ ჰქონია. პირველი ჰიმნის ოფიციალური პრეზენტაცია შედგა 1923 წლის 18 თებერვალს. ტექსტის ავტორი გახლდათ რაფაელ ფორჩი კაპდევილა, ხოლო მუსიკა ეკუთვნოდა ენრიკ მორერას. ნაწარმოები პირველად შეასრულა ორფეო გრასენცას გუნდმა კლუბის ძველ სტადიონზე “Les Corts”–ზე. პირველ ჰიმნის სიტყვები ნათლად ასახავდნენ კატალონიაში სპორტისა და კატალონიელი ერის ცხოვრების ურთიერთკავშირს.
პირველი ჰიმნი 1923 წლის ჰიმნი
მეორე ჰიმნი 1949 წლის ჰიმნი
მესამე ჰიმნი 1957 წლის ჰიმნი
მეოთხე და მოქმედი 1974 წლის ჰიმნი