ბარსა ბელოტის შეძენის საკითხს განიხილავს
- geobarca
- Mar 14, 2017
- 1 min read
ესპანური სპორტული პრესის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონამ" იტალიური "ტორინოს" თავდამსხმელის ანდრეა ბელოტის შეძენის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. როგორც ცნობილი ხდება, გასულ კვირას ტურინული გუნდის წარმომადგენლები "ბარსელონა" - "პარი სენ-ჟერმენის" შეხვედრას დაესწრნენ. როგორც აღმოჩნდა, კატალონიელებმა პირველი შეთავაზება ფეხბურთელის თაობაზე "ტორინოს" უკვე გაუკეთეს, თუმცა მისი დეტალები საჯაროდ არ ხმაურდება. ბელოტის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს. "ბარსელონას" გარდა, 23 წლის იტალიელი ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად ტურინის "იუვენტუსი", მადრიდის "რეალი", ლონდონის "ჩესლი" და ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" იბრძვიან. მიმდინარე სეზონში ბელოტი იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას 22 გატანილი გოლით ლიდერობს, მის ანგარიშზე ასევე 3 საგოლე გადაცემაა.

Comments