top of page

უდიდესი კლუბი, უდიდესი ფეხბურთელებით.

  • geobarca
  • Mar 13, 2017
  • 1 min read

ინიესტა: ""ელ კლასიკომდე" ორი დღით ადრე, ღამის 3 საათზე რონალდინიომ დამირეკა და აღელვებულმა მითხრა, რომ მადრიდიდან დაურეკეს და გადასვლა შესთავაზეს, ისეთი თანხა დაუსახელეს, რომ მას უარის თქმა არ შეეძლო და ეს სეზონი მისთვის ბოლო იყო კატალონიაში. მითხრა, რომ ამას მარტო მე მეუბნებოდა და არავისთვის მეთქვა, მან პასუხის გაცემაც არ მაცადა ისე დაკიდა ყურმილი. მეორე დღეს ვარჯიშის თავიც არ მქონდა, არაფრის თავი არ მქონდა, ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა ვარჯიში და წავსულიყავი სახლში. ელ კლასიკო იწყებოდა, გასახდელში ვიყავით, უცბად რონალდინიო წამოდგა და თქვა: 2 დღის წინ ყველას დაგირეკეთ და ჩემი საიდუმლო გითხარით, ასევე გთხოვეთ, რომ ეს საიდუმლო არავისთვის გეთქვათ და ეს თხოვნა ყველამ შემისრულეთ, ხოდა მივხვდი, რომ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ყველა ძალიან მიყვარხართ. ახლა კი გავიდეთ ბერნაბეუზე და ვანახოთ მათ თუ რა შეგვიძლია... ეს ის დღე იყო, როდესაც გაუჩომ ბერნაბეუზე სპექტაკლი დადგა და მთელმა ბერნაბეუმ იგი ტაშით გააცილა"


 
 
 

Comments


სიახლეები
კალენდარი
ყველა თაგი

საიტის დაარსების თარიღი:

16.10.2016

დაცულია ყველა უფლება 2016

  • YouTube Social  Icon
  • Facebook App Icon
  • Twitter Social Icon
bottom of page