top of page

პიკე: "პსჟსთან" მარცხს ჯობდა "დეპორტივოსთან" წაგვეგო"

  • geobarca
  • Mar 13, 2017
  • 1 min read

კატალონიის "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში გასვლაზე "დეპორტივოს" დაუპირისპირდა და 1:2 წააგო. ბევრმა გულშემატკივარმა და სპეციალისტმა ლუის ენრიკეს გუნდის მარცხი იმით ახსნა, რომ "პარი სენ-ჟერმენთან" ისტორიული გამარჯვების შემდეგ გუნდმა ძალების აღდგენა ვერ მოასწრო. "ძალიან მძიმე მარცხი იყო, ვცდილობდით თამაშზე კონტროლი მოგვეპოვებინა, თუმცა არ გამოგვივიდა. მეორე გოლის გაშვების შემდეგ თამაშში დაბრუნება ვეღარ მოვახერხეთ. შედეგი რა თქმა უნდა ცუდია, თუმცა თქვენ რომ გეთქვათ, "პარი სენ-ჟერმენთან" წაგვეგო და "დეპორტივოსთან" გამარჯვება მოგვეპოვებინა, არ დაგეთანხმებოდით". - განაცხადა პიკემ. ამ მომენტისთვის "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატში მეორე პოზიციას იკავებს და პირველადგილოსან "რეალთან" ერთი თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.


 
 
 

Comments


სიახლეები
კალენდარი
ყველა თაგი

საიტის დაარსების თარიღი:

16.10.2016

დაცულია ყველა უფლება 2016

  • YouTube Social  Icon
  • Facebook App Icon
  • Twitter Social Icon
bottom of page