ბარსელონა ინიესტას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
- geobarca
- Mar 13, 2017
- 1 min read

"ბარსელონა" გუნდის კაპიტანთან, ანდრეს ინიესტასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. ამ ინფორმაციას კატალონიური El Mundo Deportivo ავრცელებს.
ადგილობრივი პრესის ცნობით, კლუბი 32 წლის ფეხბურთელს ხელშეკრულების 2020 წლამდე გახანგრძლივებას სთავაზობს. კაპიტნის ამჟამინდელი კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდეა მოქმედი.
ასევე მალე ახალ კონტრაქტებს შესტავაზებენ ტერ სტეგერს და ლეო მესსის.
Comentarios