"ბარსელონას" განაცხადი "დეპორტივოსთან" მატჩისთვის (ფოტოები ვარჯიშიდან)
- geobarca
- Mar 11, 2017
- 1 min read

დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ, ლუის ენრიკემ "დეპორტივოსთან" გასამართი მატჩისთვის განაცხადი დაასახელა.
ბრაზილიელები ნეიმარი და რაფინია ხვალინდელ მატჩს გამოტოვებენ. ტრამვების გამო ნეიმარი მარცხენა ფეხზე დისკომფორტს გრძნობს, რაფინიას კი გასტროენტერიტი აღენიშნება.
ტრამვების გამო ასევე არ იქნებიან ალექს ვიდალი და ჟერემი მატიე.
ბარსელონას განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სილესენი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენის სუარესი, არდა თურანი, ინიესტა, ლუის სუარესი, მესი, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, სერხი რობერტო, გომეში, უმტიტი და ალენია.
Comments