უფასო პროგნოზი: პსჟ - ბარსელონა
- geobarca
- Feb 14, 2017
- 1 min read

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდგომ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი განახლდება. მერვედფინალურ რაუნდში, ფრანგული "პსჟ" კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება.
ბარსელონა ოპონენტის მსგავსად, ძალიან კარგ ფორმაშია კატალონიის "ბარსელონა", რომელიც პრიმერა დივიზიონის გასულ ტურში "ალავესს" დაუპირისპრიდა და არც თუ სუსტი მეტოქე არასაფეხბურთო ანგარიშით, 0:6 დაამარცხა. განვლილი 22 ტურის შემდეგ, "ლურჯ-ბროწეულისფერები" 48 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზე იმყოფებიან და მადრიდის "რეალს" ერთი ქულით ჩამორჩებიან, რომელსაც 2 შეხვედრა თადარიგში აქვს. "ბარსელონას" ბოლოდრინდელი სათამაშო ფორმა ოპტიმალურია. კატალონიურმა კლუბმა უკანასკნელი 10 მატჩიდან, 8-ჯერ გაიმარჯვა, 2 შემთხვევაში კი საყაიმო ანგარიში დააფიქსირა. ბრწყინვალე ფორმაშია ლეო მესი. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ლუის სუარესსა და ნეიმარზე. დიდ ხნიანი პაუზის შემდგომ, ვარჯიში განაახლეს სერხიო ბუსკეტსმა და ანდრეს ინიესტამ, რომლებიც აღნიშნულ დაპირისპირებას სრულ მზადყოფნაში შეხვდებიან. ტრავმების გამო, ამ პრინციპულ მატჩს ალეიშ ვიდალი, არდა თურანი და ხავიერ მასკერანო გამოტოვებენ. ყველა დანარჩენი მოთამაშე მწყობრშია. მიმდინარე სეზონში, "ბარსელონა" გასვლაზე განსაკუთრებულად კარგად თამაშობს. საინტერესოა, რომ სტუმრად მოპოვებული ქულების მხრივ, "ბარსა" ლიგაში საუკეთესოა. "პსჟ"-სთან დაპირისპირებას რაც შეეხება, კატალონიელები დღევანდელ მეტოქეს ბოლოს 2015 წელს დაუპირისპირდნენ და ამავე არენაზე, მასპინძლები საკმაოდ მარტივად, 1:3 დაამარცხეს. სავარაუდო შემადგენლობები ბარსელონა: ტერ შტეგენი - რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა - მესი, ნეიმარი, სუარესი
პროგნოზი:
დიდებულად მოასპარეზე "ბარსელონა" პარიზიდან მინიმუმ ქულას წამოიღებს X2 კუში -1,36
ორივე გაიტანს - კი კუში - 1.70
კუთხურების რაოდენობა 8.5 მეტ. კუში - 1.60
გისურვებთ წარმატებას.
თქვენც შემოგვთავაზეთ თქვენი პროგნოზი
Comments