რაფინიამ ვარჯიში განაახლა (ვიდეო)
- geobarca
- Feb 12, 2017
- 1 min read
ალეიშ ვიდალის ტრავმის შემდეგ კატალონიელთა ბანაკში კარგი სიახლეა. უხეში დაზიანების შემდეგ მწვანე მინდორს უბრუნდება "ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველი, რაფინია ალკანტარა, რომელიც დღეს იუბილარია.
"ბარსელონამ" 24 წლის ბრაზილიელს ნიღაბი უკვე დაუმზადა და დღეს მან სრული დატვირთვით ვარჯიში შეძლო. რაფინია "პარი სენ ჟერმენთან" მატჩის განაცხადშიც მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ "ბილბაოსთან" მატჩის მიმდიანრეობისას ალკანტარა საჰაერო ორთაბრძოლის დროს ტერ შტეგენს შეეჯახა და წარბი გაიტეხა, ამის გამო რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწია.
Comments