უფასო პროგნოზი: ალავესი VS ბარსელონა
- geobarca
- Feb 11, 2017
- 1 min read

ლა ლიგის 22-ე ტურსი ბარსელონა ალავეშს დაუპირისპირდება. მატჩი 19:15 საათზე დაიწყება.
ბარსელონას შესახებ:
კატალონიური "ბარსელონა" სამეფო თასის 1/2 ფინალურ რაუნდში მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა, ძალიან რთული შეხვედრები ჩაატარა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. რამედნიმე დღის წინ, "ნოუ კამპზე" გამართული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. "ბარსელონა" ბოლო დროს ოპტიმალურ ფორმაში შევიდა. კატალონიელებმა "ბეტისთან" დაფიქსირებული საყაიმო ანგარიშის შემდეგ, ბილბაოს "ატლეტიკს" უმასპინძლეს და საკმაოდ ძლიერი მეტოქე, ძალიან მარტივად, 3:0 დაამარცხეს. დიდებულ ფორმაშია ლეო მესი, რომელიც მიმდინარე წელს შთამბეჭდავად ასპარეზობს.კატალონიელთა ლაზარეთი დაცარიელდა. დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ, "ატლეტიკოსთან" მოედანზე სერხიო ბუსკეტსი და ანდრეს ინიესტა გამოჩნდნენ. ისინი, "ალავესთან" სათამაშოდ სრულ მზადყოფნაში არიან. კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ რაფინიას თამაშია. შესაძლოა, რომ ეს დაპირისპირება მასკერანომაც გამოტოვოს.
პროგნოზები:
ბარსელონა ალავეს დაამარცხებს . 2
კუთხურების რაოდენობა 10.5 ნაკლ. @ 1.50
სანამ მატჩი დაიწყება თქვენი პროგნოზიც გვითხარით(კომენტარებში)
Comentarios