top of page

ეიბარი - ბარსელონა /პრევიუ

  • geobarca
  • Jan 22, 2017
  • 1 min read

დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე, "ბარსელონა", ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩში, "ეიბარს" დაუპირისპირდება.

სავარაუდო შემადგენლობები

ეიბარი: იოელი - ლუნა, ლაჟუინი, დოს სანტოსი, კაპა - რიკო, გარსია, ინუი, ადრიანი, ლეონი - სერხი ენრიხი.

ბარსელონა: ტერ შტეგენი - ვიდალი, პიკე, უმტიტი, ალბა - ბუსკეტსი, რაკიტიჩი, გომეში - მესი, ნეიმარი, სუარესი

მწვრთნელების წინასამატჩო კომენტარი

ხოსე მენდილიბარი - "ბარსელონა" დიდებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, შესანიშნავი გუნდია, რომელიც თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებს. იმ შემთხვევაში, თუ შეცდომებს დავუშვებთ, აუცილებლად დავისჯებით. ეს ლოგიკურია. ვეცდებით, რომ საკუთარ არენაზე შეკრებილ გულშემატკივარს კარგი ფეხბურთი შევთავაზოთ და სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ" ლუის ენრიკე -ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. ჩვენ სტილს არ უნდა ვუღალატოთ და "ეიბარს" ის ფეხბურთი შევთავაზოთ, რომლითაც წარმატებას ვაღწევთ. ვეცდებით, რომ ბურთის ფლობითა და მთელი მატჩის განმავლობაში დომნირებით, მეტოქე დაცვის ეშელონებს შორის სივრცეები ვიპოვოთ და მომენტები შევქმნათ"

 
 
 

Comments


სიახლეები
კალენდარი
ყველა თაგი

საიტის დაარსების თარიღი:

16.10.2016

დაცულია ყველა უფლება 2016

  • YouTube Social  Icon
  • Facebook App Icon
  • Twitter Social Icon
bottom of page