წყევლა დასრულდა, ენრიკეს კომენტარი, ფეხბურთელთა შეფასება, ვიდეო მიმოხილვა
- geobarca
- Jan 20, 2017
- 1 min read

დასრულდა ესპანეთის სამეფო თასის 1/4 ფინალის პირველი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს „რეალ სოსიედადი“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდნენ, შეხვედრა კატალონიელების გამარჯვებით დასრულდა (0:1).
შეხვედრაში გამარჯვების გოლი ნეიმარმა, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.აღსანიშნავი ფაქტია, რომ „ბარსელონამ“ 2007 წლის 5 მაისის შემდეგ, პირველად დაამარცხა „სოსიედადი“ საკუთარ მოედანზე („ანოეტა“). 10 წლის განმავლობაში მასპინძლის წაუგებელი სერია „ბლაუგრანასთან“, „ანოეტას წყევლით“ გახლდათ მოხსენიებული.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2007 წელს „ანოეტაზე“ გამარჯების გოლები ანდრეს ინიესტამ და სამუელ ეტოომ გაიტანეს.
კატალონიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, სან სებასტიანში ნანატრი მოგების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"ამ სტადიონზე, როგორც ფეხბურთელს, მოგებული მქონდა, მაგრამ მწვრთნელის რანგში პირველად მოვიგე. ასე რომ, "ანოეტას" წყევლა, ახლა უკვე, ანეკდოტია და მეტი არაფერი.
"სოსიედადი", ჩვენთვის, უხერხული მეტოქეა, რადგან ყოველთვის მაღალ დონეზე თამაშობს და გაიძულებს მატჩს მთელი სერიოზულობით მიუდგე. ასეთი გუნდების წინააღმდეგ განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებაა საჭირო.
კარგ შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ განმეორებითი თამაში იოლი მაინც არ იქნება." - განაცხადა ენრიკემ თამაშის შემდეგ.
"სოსიედადი" 0:1 "ბარსელონა" (ფეხბურთელთა შეფასებები)
სილესენი - 3
უმტიტი - 2
პიკე - 4
დინი - 3.5
ინიესტა - 3.5
რაკიტიჩი - 2
რობერტო - 2.5
ბუსკეტსი - 2.5
მესი - 3
ნეიმარი - 3.5
სუარესი - 1.5
შეცვლაზე შემოსულნი
დენისი - 2.5
ანდრე - 2
ვიდეო მიმოხილვა:
Comments