ტებასი: "პიკე ნამდვილი პროფესიონალია"
- geobarca
- Jan 20, 2017
- 1 min read

ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტის ხავიერ ტებასის აზრით, ჟერარ პიკე ნებისმიერი მოთამაშისთვის მისაბაძი მაგალითია, მიუხედავად იმისა, რომ მათ კონფლიქტი აქვთ. "პიკე ნამდვილი პროფესიონალია. ამასთანავე ესპანელი ძალიან ჭკვიანი და მომზადებული პიროვნებაა, რომელიც საფეხბურთო მოედნის ფარგლებს გარეთაც საქმიანობს. ჟერარი სხვა მოთამაშეებისთვის მისაბაძი მაგალითია. მსაჯებისადმი უკმაყოფილება ლა ლიგის იმიჯზე ცუდ გავლენას არ ახდენს. ისინი კარგს არაფერს გვაძლევენ, მაგრამ არც მათგან გათავისუფლებაა საჭირო. ისინი ხომ ახალგაზრდა ბიჭები არიან, რომლებიც მატჩების დასრულების დროს ემოციურები ხდებიან. მინდა ვთქვა, რომ არც ერთი გუნდის მარცხის გამო თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სწორედ მე მდებს ბრალს."-ამბობს ტებასი.
Comments