top of page

რაკიტიჩს “ბარსაში“ დიდი ხნით დარჩენა სურს

  • geobarca
  • Jan 20, 2017
  • 1 min read

“ბარსელონას“ ნახევარმცველს ივან რაკიტიჩს კატალონიურ კლუბში დიდი ხნით დარჩენა სურს. “რეალ სოსიედადთან“ ანგარიშით 1:0 მოგებული სათასო მატჩის შემდეგ ხორვატს “მანჩესტერ სიტიში“ შესაძლო გადასვლის შესახებ ჰკითხეს.

“15 წლის არ ვარ და ლუის ანრიკეს ასახსნელი არ აქვს, ყოველდღიური სამუშაო როგორ შევასრულო. ბევრს უნდა ვშრომობდე. ჩვენს მწვრთნელს ვენდობი და “ბარსელონაში“ თამაში კიდევ დიდი ხანი მსურს“, - ციტირებს რაკიტიჩს Marca.

“რეალთან“ 2016 წლის 3 დეკემბრის მატჩის შემდეგ რაკიტიჩი სასტარტო შემადგენლობაში არ გამოჩენილა.

 
 
 

Comentarios


სიახლეები
კალენდარი
ყველა თაგი

საიტის დაარსების თარიღი:

16.10.2016

დაცულია ყველა უფლება 2016

  • YouTube Social  Icon
  • Facebook App Icon
  • Twitter Social Icon
bottom of page