ინიესტა ტრამვირებულია და ეიბართან მატჩს გამოტოვებს
- geobarca
- Jan 20, 2017
- 1 min read

როგორც მოგეხსენებათ, "სოსიედადთან" მატჩში "ბარსელონას" კაპიტანმა ანდრეს ინიესტამ, პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც მას მეორე ტაიმი აღარ ჩაუტარებია. ესპანელს დღეს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და ტრავმის სირთულე გაირკვა. ოფიციალურად, ინიესტა გამოტოვებს ხვალ გასამართ მატჩს, "ეიბარის" წინააღმდეგ. მატჩის შემდეგ, იგი ვარჯიშს დაუბრუნდება და მისი მოედანზე დაბრუნება დამოკიდებული იქნება, თუ როგორ განვითარდება ტრავმის მოშუშების პროცესი. შეგახსენებთ, ხვალ თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე, ლა ლიგის 19-ე ტურის ფარგლებში, "ეიბარი" "ბარსელონას" მიიღებს სტუმრად.
Comentarios