top of page

რეალ სოსიედადი - ბარსელნა - მატჩის პრევიუ

  • geobarca
  • Jan 19, 2017
  • 1 min read

ესპანეთის კოპა დელ რეის 1/4 ფინალური რაუნდის პირველ მატჩში, "სოსიედადის" მეტოქე "ბარსელონა" იქნება. შეხვედრა სან-სებასტიანში, თბილისის დროით, 00:15 საათზე დაიწყება.

სავარაუდო შემადგენლობები

სოსიედადი: რული - ლიტრი, ელუსტონდო, მარტინესი, ბერჩიჩე - პრიეტო, ილარამენდი, ზურუტუზა - ხუანმი, ხოსე, ოიარზაბალი ბარსელონა: სილესენი - რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - ბუსკეტსი, ინიესტა, რაკიტიჩი - მესი, სუარესი, ნეიმარი

მწვრთნელების წინასამატჩო კომენტარი

ეუსებიო საკრისტანი - "ამ შეხვედრას დიდი შემართებით ვხვდებით. ჩვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ კოპა დელ რეის 1/2 ფინალში გასვლაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ არა "ბარსელონაზე", არამედ ჩვენს თავზე უნდა ვიფიქროთ და რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დავუშვათ. "ანოეტაზე" საკმაოდ კარგად ვთამაშობთ, რაც დღესაც დაგვეხმარება. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი გუნდისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოვადგენთ და ვიმედოვნებ, დღეს ამას დავამტკიცებთ" ლუის ენრიკე - "ბოლო პერიოდში, "სოსიედადთან" ჩატარებული შეხვედრებით თუ ვისმჯელებთ, აშკარა იყო, რომ გუნდმა გვაჯობა და მოგებასაც იმსახურებდა. ვიმედოვნებ, რომ შეხვედრა დღეს სხვანაირად წარიმართება და ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება. "ანოეტაზე" ნანატრი გამარჯვების მოსაპოვებლად, ყველაფერს გავაკეთებთ" - განაცხადა ენრიკემ

 
 
 

Comments


სიახლეები
კალენდარი
ყველა თაგი

საიტის დაარსების თარიღი:

16.10.2016

დაცულია ყველა უფლება 2016

  • YouTube Social  Icon
  • Facebook App Icon
  • Twitter Social Icon
bottom of page