ლუის ენრიკეს კომენტარი კოპას მომავალ მატჩზე და ლა ლიგაზე ისაუბრა
- geobarca
- Jan 19, 2017
- 1 min read

ესპანეთის კოპა დელ რეის 1/4 ფინალური რაუნდის პირველ მატჩში, "სოსიედადის" მეტოქე "ბარსელონა" იქნება. შეხვედრა სან-სებასტიანში, თბილისის დროით, 00:15 საათზე დაიწყება.
ლუის ენრიკეს წინა სამატჩო კომენტარი: ბოლო პერიოდში, "სოსიედადთან" ჩატარებული შეხვედრებით თუ ვისმჯელებთ, აშკარა იყო, რომ გუნდმა გვაჯობა და მოგებასაც იმსახურებდა. ვიმედოვნებ, რომ შეხვედრა დღეს სხვანაირად წარიმართება და ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება. "ანოეტაზე" ნანატრი გამარჯვების მოსაპოვებლად, ყველაფერს გავაკეთებთ."
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის მებრძოლი კლუბების შესახებ კომენტარი გააკეთა. "გასული კვირა ჩვენთვის შედეგიანი აღმოჩნდა. 3 ქულა მოვიპოვეთ, რითაც სატურნირო ცხრილში ჩვენზე მაღლა მყოფ კლუბებზე გავლენის მოხდენას შევძლებთ. ყოველთვის მინდა, რომ ჩვენს წინ მყოფმა კლუბებმა წააგონ. ჩემპიონობისთვის 4 გუნდი იბრძვის და თითოეული მათგანი იმსახურებს იქ ყოფნას, სადაც ახლა არის. თითოეული მათგანი ტიტულის პრეტენდენტია და რომელიმეს გამორიცხვა სისულელე იქნება."-განაცხადა ენრიკემ.
コメント