დღეს მასკერანო ბარსას მაისურით მე-300 მატჩს ჩაატარებს
- geobarca
- Dec 6, 2016
- 1 min read

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი უნივერსალი, ხავიერ მასკერანო დღეს, "ბარსელონას" მაისურით მე-300 შეხვედრას ჩაატარებს. არგენტინელი ფეხბურთელი "ბლაუგრანას" "ლივერპულიდან" შეუერთდა. მან სადებიუტო შეხვედრა 2010 წლის 9 სექტემბერს, "ჰერკულესის" წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც "ბარსელონა" სენსაციურად, 0:2 დამარცხდა. მასკერანომ, ამ დრომდე 299 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გოლის გატანა დღემდე ვერ შეძლო. მას კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2019 წელს ეწურება. შეგახსენებთ, რომ ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით, ჩავი ერნანდესი გამოირჩევა, რომელმაც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისური 767-ჯერ მოირგო.
Comments