top of page

"ბარსელონას" მომავალი სეზონის სავარაუდო ფორმები

  • geobarca
  • Dec 6, 2016
  • 1 min read

დღეს ინტერნეტში საინტერესო ფოტომასალა გავრცელდა. ჯერ სეზონის ნახევარიც არ არის გასული, თუმცა, როგორც ჩანს, კატალონიის "ბარსელონას" მომავალი სეზონის ფორმების დიზაინი უკვე შედგენილია. დღეს ესპანურმა გამოცემა Sport-მა ინტერნეტსივრცეში გაავრცელა იმ ფორმების სურათები, რომლებითაც ესპანური გრანდის ფეხბურთელები მომდევნო სეზონიდან იასპარეზებენ. მოგეხსენებათ, მომავალი სეზონიდან "ბლაუგრანას" ახალი სპონსორი ეყოლება, Rakuten-ის სახით, შესაბამისად ფორმის წინა მხარეს სწორედ მათი ფირმის სახელი იქნება დაწერილი. ამას გარდა, არის კიდევ რამდენიმე დეტალი, რომელიც "ბარსას" ფორმაში მომავალი წლიდან შეიცვლება. მაგალითად, პირველ ფორმას ემატება 2 წვრილი ხაზი. ასევე მცირედით იცვლება მეორე ფორმის დიზაინი, რომლის მხრებზეც აღარ იქნება ლურჯი და ბროწოლისფერი ზოლები. რაც შეეხება მესამე ფორმას, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, მისი ფერი მთლიანად იცვლება და ამიერიდან იასამნისფერის ნაცვლად შინდისფერი იქნება. სულ კი "ბარსას" მომავალი სეზონის ფორმები შემდეგნაირად გამოიყურება

 
 
 

Kommentare


სიახლეები
კალენდარი
ყველა თაგი

საიტის დაარსების თარიღი:

16.10.2016

დაცულია ყველა უფლება 2016

  • YouTube Social  Icon
  • Facebook App Icon
  • Twitter Social Icon
bottom of page