ბარსელონაში კარგი ამბებია. ინიესტამ, არდამ და უმტიტმა შესაძლოა კლასიკო ითამაშონ.
- geobarca
- Nov 29, 2016
- 1 min read

ბარსელონას რეალთ მატჩში ტრამვირებული ფეხბურთელები უბრუნდებიან რომელტა გარაშე ბარსას ბოლო მატჩებში გაუჭირდა განსაკუთრებით კი ანდრეს ინიესტას გარეშე "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ დაადასტურა, რომ გუნდს ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩში, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, ანდრეს ინიესტა უნდა დაეხმაროს. "ანდრესი სამედიცინო გამოკვლევებს ელოდება, მაგრამ ეს უბრალოდ ფორმალობაა. ის ჩვენთან ერთად ვარჯიშობს და შესანიშნავ მდგომარეობაშია. ოთხშაბათს, 30 ნოემბერს, დისკვალიფიკაციის გამო თასზე არ ითამაშებს, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ექიმების დადასტურებას ველოდებით, რომ ის მზად არის "რეალთან" სათამაშოდ. თეორიულად ინიესტა უნდა გავიდეს მოედანზე." - ციტირებს ენრიკეს Goal. ინიესტამ მუხლის ტრავმა ოქტომბრის ბოლოს, "ვალენსიასთან" მატჩში (3:2), ენცო პერესთან შეჯახების შედეგად მიიღო. "ელ კლასიკო" 3 დეკემბერს, "კამპ ნოუზე" გაიმართება.
კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ფრანგმა მცველმა, სამუელ უმტიტიმ დაზიანება მოიშუშა და საერთო ჯგუფთან ერთად მომზადება დაიწყო, იტყობინება Mundo Deportivo.
ფეხბურთელი 3 დეკემბერს, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.
კატალონიური კლუბის მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს სამუელ უმტიტის შემოწმება ესპანეთის სამეფო თასის შეხვედრაში სურს, რომელიც 30 ნოემბერს, "ერკულესის" წინააღმდეგ გაიმართება.
http://barcamania.ge/index.php?newsid=35884
Comentários