14 წლის შემდეგ რეალმა ბარსელონას პირველად 6 ქულით გაასწრო.
- geobarca
- Nov 28, 2016
- 1 min read

გუშინ, "ბარსელონასა" და "რეალ სოსიედადის" დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. "ბლაუგრანა" "ელ კლასიკოს", სამეფო კლუბთან 6-ქულიანი სხვაობით შეხვდება.
ბოლოს ასეთი ჩამორჩენით, კატალონიურმა გრანდმა თავის მტერს "კამპ ნოუზე" 2003 წელს უმასპინძლა, იტყობინება Mundo Deportivo.
"რეალი" ბოლოს "ბარსელონას" 6 ქულით ჯერ კიდევ მოურინიოს ეპოქაში უსწრებდა (2012 წელს). მაშინ, მადრიდელებმა პრიმერა დივიზიონში 100 ქულის მოპოვება შეძლეს და ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ.
Comments