მესსიმ ევროტურნირებზე მე-100 გოლი გაიტანა და ის ისტორიაში პირველია.
- geobarca
- Nov 24, 2016
- 1 min read

გლაზგოში გატანილი გოლები, მესისთვის, საერთაშორისო საკლუბო ასპარეზზე 99-ე და მე-100 გამოდგა. ის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საერთაშორისო საკლუბო ტურნირებზე 100-გოლიან ნიშნულს მიაღწია.
არგენტინელმა 92 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, 5 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, ხოლო 3 ევროპის სუპერ თასზე გაიტანა. ამ შედეგის მისაღწევად ლეოს 119 თამაშის ჩატარება დასჭირდა.
მე-2 ადგილზე, 99 გოლით, კრიშტიანუ რონალდუა. პორტუგალიის აქტივში 141 თამაშია.
Comentarios