top of page

ლუის ენრიკემ უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

  • geobarca
  • Nov 23, 2016
  • 1 min read

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. "დღეს ურთულესი მატჩი გველის. ეს სრულიად განსხვავებული შეხვედრა იქნება და არა როგორიც "კამპ ნოუზე" იყო. გლაზგოში თამაში ყოველთვის რთულია. მოგება ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჯგუფური ეტაპის დაძლევა და პლეი-ოფში გასვლა თავდაჯერებულობას გვმატებს. პიკე თავს შესანიშნავად გრძნობს. ხერარდმა დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა და დარწმუნებულნი ვართ, რომ ხვალინდელ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში შეხვდება." - განაცხადა ლუის ენრიკემ. შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე "ბარსელონა" "სელტიკს" ესტუმრება. "კამპ ნოუზე" მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 7:0 დასრულდა.

 
 
 

Comentários


სიახლეები
კალენდარი
ყველა თაგი

საიტის დაარსების თარიღი:

16.10.2016

დაცულია ყველა უფლება 2016

  • YouTube Social  Icon
  • Facebook App Icon
  • Twitter Social Icon
bottom of page