ლუის ენრიკემ 20 კაციანი განაცხადი დაასახელა, რომლებიც ხვალ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღრებენ მონაწი
- geobarca
- Nov 22, 2016
- 1 min read

ლუის ენრიკემ ის 20 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც "სელტიკთან" ხვალ გასამართი მატჩისთვის გლაზგოში გაემგზავრებიან. მთავარი სიახლე ისაა, რომ "მალაგასთან" მატჩის გამოტოვების შემდეგ, განაცხადს ლეო მესი დაუბრუნდა. განაცხადში ასევე მოხვდნენ მწვრთნელისგან მივიწყებული ალეიშ ვიდალი და "ბარსა ბ"-ს მცველი მარლონ სანტოსი.
გუნდს ტრავმების გამო კვლავ ვერ ეხმარებიან ინიესტა, მატიე და უმტიტი.
"ბარსელონას" განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სილესენი, მასიპი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, არდა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, რობერტო, გომეში, ვიდალი, მარლონი.
საბოლოო განაცხადში 18 ფეხბურთელი უნდა მოხვდეს. დიდი ალბათობით, 20-კაციანი სიიდან მასიპი და ვიდალი ამოვარდებიან.
Comentários