top of page

რჩება თუ არა მესსი ბარსაში? მესსიმ კომენტარი გააკეთა

  • geobarca
  • Nov 15, 2016
  • 1 min read

რჩება თუ არა მესსი ბარსაში?

"ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი მზადაა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, მაგრამ მხოლოდ ახალი წლის შემდეგ, იტყობინება Sport.

ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ არგენტინელ ფეხბურთელს სურს დაიცადოს, ვიდრე კატალონიელთა ხელმძღვანელობა სხვა ფეხბურთელებს - ლუის სუარესს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, ივან რაკიტიჩსა და ანდრეს ინიესტას კონტრაქტებს გაუხანგრძლივებს. მოსალოდნელია, რომ ამ ფეხბურთელთა კონტრაქტები როგორც მინიმუმ 2021 წლამდე გახანგრძლივდება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მესის ამგვარად სურს დარწმუნდეს, რომ "ბარსელონა" სათანადოდ ექცევა წამყვან ფეხბურთელებს. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ლიდერის კონტრაქტს ვადა 2018 წლის ზაფხულში ეწურება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესიმ "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა და მამამისს და მის ერთ-ერთ წარმომადგენელს სთხოვა, რომ ამაზე ესპანური გრანდის ხელმძღვანელობას აცნობოს. მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიონელის გარემოცვა ამ ინფორმაციას უარყოფს.

 
 
 

Comments


სიახლეები
კალენდარი
ყველა თაგი

საიტის დაარსების თარიღი:

16.10.2016

დაცულია ყველა უფლება 2016

  • YouTube Social  Icon
  • Facebook App Icon
  • Twitter Social Icon
bottom of page