სუარესს და რაკიტიჩს "ბარსელონა" წლის ბოლომდე კონტრაქტებს გაუხანგრძლივებს
- geobarca
- Nov 14, 2016
- 1 min read

"ბარსელონა" ახალი კონტრაქტების საკითხზე ლუის სუარესთან და ივან რაკიტიჩთან მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზეა.
ორივე ფეხბურთელი წლის ბოლომდე ხელშეკრულებას გააფორმებს. სუარესის ახალი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, ეს უკვე, შესაძლოა, შემდეგ კვირას გამოცხადდეს.
რაც შეეხება რაკიტიჩს, მან "ბარსელონაში" ხანგრძლივი ვადით დარჩენის სურვილი გამოთქვა, ახლა მისი წარმომადგენლები კატალონიურ გუნდთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ამის შემდეგ, "ბარსა" მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან, სერხი რობერტოსთან, ანდრეს ინიესტასა და ლიონელ მესისთან ახალი კონტრაქტების გაფორმებას გეგმავს.
Comments