top of page

მადრიდელი აგენტის განცხადებით ბუსკეცი და რობერტო რეალში გადასვლასთან ახლოს იყვნენ

  • geobarca
  • Nov 11, 2016
  • 1 min read

რადიო სადგურ Cadena SER-თან საუბარში მადრიდელმა აგენტმა მანუელ რომერომ განაცხადა, რომ კატალონიის "ბარსელონასა" ფეხბურთელები, სერხი რობერტო და სერხიო ბუსკეტსი ერთ დროს მადრიდის "რეალში" გადასვლასთან ახლოს იყვნენ.

"მე ერთხელ ბუსკეტსი მივიწვიე მადრიდში ერთი კვირით სავარჯიშოდ, თუმცა ჩვენი წერილის ნახვიდან მალევე მან კონტრაქტი გააფორმა "ბარსელონასთან."

"რაც შეეხება სერხი რობერტოს, იგი ერთ დროს ძალიან ახლოს იყო "რეალში" გადასვლასთან. როდესაც ის ჯერ კიდევ "ნასტიკის" შემადგენლობაში გამოდიოდა, მე ვესაუბრე მის მშობლებს და თითქმის გადაწყვეტილი იყო მისი "გათეთრება", თუმცა საბოლოოდ ყველაფერი სხვანაირად წარიმართა." - განაცხადა ესპანელმა აგენტმა.


 
 
 

Comments


სიახლეები
კალენდარი
ყველა თაგი

საიტის დაარსების თარიღი:

16.10.2016

დაცულია ყველა უფლება 2016

  • YouTube Social  Icon
  • Facebook App Icon
  • Twitter Social Icon
bottom of page