top of page

ლუის ენრიკეს კომენტარი სევილიასთან გამარჯვების შემდეგ

  • geobarca
  • Nov 7, 2016
  • 1 min read

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, "სევილიასთან" გამარჯვების შემდეგ (2:1), კომენტარი გააკეთა.

"როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ორმაგად დაძაბული და შესანიშნავი გამოდგა, მთელი მატჩის განმავლობაში მოდუნების საშუალება არ გვქონია. გაშვებულ გოლს ძალიან კარგად ვუპასუხეთ. მეტოქეს ვაჯობეთ. გათანაბრება ყოველთვის რთულია, მაგრამ ეს პრობლემა მოვაგვარეთ.

"სევილია" არის გუნდი, რომელსაც შეუძლია ცხოვრება გაგვირთულოს, ეს ჩვენ თავიდანვე ვიცოდით. ბევრი მომენტი გვქონდა და მატჩის ბედის უფრო ადრე გადაწყვეტაც შეგვეძლო.

მესის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია გამოსვლა, ის თამაშს შესანიშნავად კითხულობს. ჩვენთვის მთავარია, რომ ლეომ რაც შეიძლება უკეთ იასპარეზოს.

გუშინ ყველამ შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ მესიმ უმაღლესი კლასი აჩვენა.

თამაშის ტემპის დაგდება და დაწყნარება გვინდოდა, მაგრამ მატჩის მიწურულს "სევილიამ" პრესინგს მიმართა. ეს ჩვენი ძალების შემოწმების შესანიშნავი მეთოდი იყო. გავიმარჯვეთ და რაც მთავარია კონკურენტს სატურნირო ცხრილში მოწინავე პოზიციის დაკავების უფლება არ მივეცით. მოგება უფრო და უფრო ძლიერს გვხდის." - განაცხადა ენრიკემ.


 
 
 

Comments


სიახლეები
კალენდარი
ყველა თაგი

საიტის დაარსების თარიღი:

16.10.2016

დაცულია ყველა უფლება 2016

  • YouTube Social  Icon
  • Facebook App Icon
  • Twitter Social Icon
bottom of page