top of page

მანჩესტერ სიტი - ბარსელონა (სავარაუდო შემადგენლობა)

  • geobarca
  • Nov 1, 2016
  • 1 min read

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს მანჩესტერ "სიტი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან.

შეხვედრა ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. პირველ რიგში, პეპ გუარდიოლას ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომელმაც კარიერის უმნიშვნელოვანესი წლები სწორედ კატალონიურ გრანდში გაატარა. ნოუ კამზე პირველი შეხვედრა მასპინძელთა სასარგებლოდ, 4:0 დასრულდა. ასე, რომ "სიტის" რევანში აქვს ასაღები.

კატალონიელების შემადგენლობა ოპტიმალური არ არის. ხერარდ პიკე, ჟერემი მატიე, ხორდი ალბა, ანდრეს ინიესტა - ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც თავიანთ გუნდს ვერ დაეხმარებიან. აქედან გამომდინარე, ალბათ 100% სიზუსტით შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რომელი ფეხბურთელები განლაგდებიან დაცვით 4-ეულში. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე. ამ დროისთვის, ის "ბარსას" პირველი კიპერია და სილესენის ფაქტორი, რომელმაც ვარჯიში სულ რამდენიმე დღეა დაიწყო არ არის გასათვალისწინებელი.

ზემოთ აღნიშნულ სიტუაციას ვერ შევხვდებით ნახევარდაცვაში, სადაც მუდმივად მიდის ბრძოლა ძირითადში მოსახვედრად. ინიესტას ტრამვამ ბევრ მოთამაშეს გზა გაუხსნა, თუმცა ვინ შეცვლის მას, ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. სავარაუდოდ ეს ფეხბურთელი ანდრე გომეში იქნება. საყრდენის პოზიციაზე ბუსკეტსმა უნდა დაიწყოს, შუაში ოდნავ მარჯვნიდან კი რაკიტიჩი გაირჯება.

შემტევ ტრიოზე საუბარი ზედმეტია. მაშინ, როდესაც მესი-ნეიმარი-სუარესის ტრიოდან არცერთი ფეხბურთელი დაზიანებული არ არის, ისინი ყოველთვის მოედანზე არიან (მითუმეტეს პრინციპულ მატჩებში).


 
 
 

Comments


სიახლეები
კალენდარი
ყველა თაგი

საიტის დაარსების თარიღი:

16.10.2016

დაცულია ყველა უფლება 2016

  • YouTube Social  Icon
  • Facebook App Icon
  • Twitter Social Icon
bottom of page